აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბაღდადში ერაყელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს მოუწოდა მათ აღარ გადასდონ ახალი მთავრობის შექმნა. ბაიდენმა ცალ-ცალკე იქონია შეხვედრები ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისთან და მის მეტოქესთან ყოფილ პრემიერ-მინისტრ აიად ალავისთან. მოლაპარაკების შემდეგ ბაიდენმა უმასპინძლა ერაყელი პოლიტიკოსებისათვის გამართულ სპეციალურ წვეულებას, რომლის დროსაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყის ყველა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ უნდა ითამაშოს სერიოზული როლი ახალ მთავრობაში და სწორედ ეს უნდა გახდეს ამ მთავრობის ქმედითობის საფუძველი.