ერდოგანის გზა

鴨綠江對岸的北韓新義州的公園

მცდელობა, რომელიც თურქეთის ლიდერის პოზიციაზე გაყვანას ისახავს მიზნად

გასული კვირა თურქეთის პრემიერი-მინისტრისთვის საკმაოდ მძიმე და დატვირთული იყო. მან აზიის უსაფრთხოების ფორუმში უკვე მიიღო მონაწილეობა, ახლა კი არაბ მეზობლებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის მიძღვნილლ ფორუმს ესწრება. ამასთანავე ის თურქულ ენასაც არ ივიწყებს და საერთაშორისო ლინგვისტურ ფრონტზე მის გავრცელებასაც უწყობს ხელს.

თურქეთში ენის ოლიმპიადა იმართება. ეს არის სტუდენტური ღონისძიება, რომელშიც მოლდოვადან დაწყებული მალდივით დამთავრებული ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ერდოგანი სწორედ ამ ღონისძიებას ესწრება. აქ ავღანელი ქალის მიერ წაკითხული ლექსი, რომელიც მის ქვეყანაში გაჭირვებას ეხებოდა, იმდენად ემოციური იყო, რომ ერდოგანის მეუღლემ ქალბატონი ემინიმ ცრემლები ვერ შეიკავა. ამ ბოლო პერიოდში თურქეთი განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს სხვა ქვეყნების დაცვას.

ეს ნათლად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ანკარამ ღაზაში ჰუმანიტარული ფლოტოლია წარგზავნა, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის სამხედრო რეიდს დიდი რეზონანსი მოჰყვა. გემებზე შეტევა მსხვერპლით დასრულდა და ისრაელის მიმართ ანკარამ რისხვაც გამოხატა. ასევე თურქეთმა მხარი არ დაუჭირა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

ერდოგანმა ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ იარაღზე ემბარგოს დაწესებას შედეგი არ მოჰყვება. მისი თქმით, მსოფლიომ საკმაოდ ძვირი ფასი გადაიხადა, იმის გამო რაც ერაყსა და ავღანეთში ხდება. მან საერთაშორისო თანამეგობრობას საკითხების დიპლომატიური გზებით გადაჭრისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თურქეთი იღებს პასუხისმგებლობას, რომ გააუმჯობესებს ურთიერთობებს აზიასთან, ევროპასთან და აფრიკასთან.

ჰაგ პოპი თურქეთში საერთაშორისო კრიზის ჯგუფის პროექტის დირექტორია. ის ამ ბოლო დროს თურქეთ-ირანის დაახლოვებას და ანკარას მხრიდან ისრაელის მწვავე კრიტიკაზე საუბრობს.

„თურქეთმა ძალიან ფრთხილად უნდა გააცნობიეროს, რომ მისი მხარდაჭერა მუსულმანური სამყაროს მიმართ დაფუძნებულია იდეაზე, რომ თურქეთს გავლენა აქვს ევროპულ ბანაკზე და ის მუსულმანთა წუხილს ევროპულ სტრუქტურებში გაახმოვანებს. ხოლო, თუკი თურქეთი დასავლეთზე გავლენის შესაძლებლობას დაკარგავს, ის არაეფექტური მოთამაშე გახდება,“- ამბობს პოპი.

ქვეყანას გეოგრაფიულად თუ შევხედავთ, ის მართლაც ევროპასა და აზიას შორისაა გადაჭიმული. სწორედ ამაზეა ბატონი ერდოგანის მცდელობაც დაფუძნებული, მცდელობა, რომელიც თურქეთის ლიდერის პოზიციაზე გაყვანას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქევყანაა და სტამბულიც 2010 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის ტიტულს ატარებს, თურქეთის შესვლა ევროკავშირში კვლავ ბურუსით არის მოცული. ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ერდოგანმა ღიად განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებობენ ძალები, ვინც თურქეთს თავის განვითარების გზაზე დაბრკოლებას უქმნის. მისი თქმით, მათ დაფარული მოტივები ამოძრავებთ და ეს ძალები „ბინძური ხელებით“ მოქმედებენ.

ჰაგ პოპის თქმით, თურქეთი თვითდაჯერებულად განაგრძობს ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების შექმნას, რომელიც რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.

„თქვენ შეგიძლათ ნახოთ, რომ ქვეყანაში უვიზოდ შეგიძლიათ შესვლა, მიმდინარეობს ნავთობსადენების და რკინიგზების ინტეგრირება, არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და იმართება გაერთიანებული კაბინეტის სხდომები. ამ ყველაფრის მიზანი კი სტაბილურობის და კეთილდღეობის შექმნაა, რითაც მოგებული დარჩება თურქეთიც და მისი სამეზობლოც,“ ამბობს პოპი

თურქეთის ეკონომიკა კი, მართლაც განაგრძობს წინსვლას. 2010 წლის ზრდამ 6 პროცენტს გადააჭარბა. თურქეთმა ევროპის ათეულში დაიკავა ადგილი და 2023 წლისთვის ამ შედეგს უკვე მსოფლიო მასშტაბით უმიზნებს. ანკარას პროგრესს და ერდოგანის პოლიტიკურ სვლებს კი, როგორც თეირანში, ასევე ვაშინგტონშიც, დიდი ყურადღებით აკვირდებიან.