ამის მიზეზი კი ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდი გახდა.
თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანით იმუქრება.ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდი გახდა.ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინკმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელთან ეკონომიკური და სამხედრო კავშირები შემცირდება.
თურქული მედიის ცნობით, ანკარა ასეევე მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის წინააღმდეგ კრიმინალური საქმის აღძვრის თხოვნით. ორშაბათს განხორციელებული საზღვაო რეიდის დროს 9 პრო-პალესტინელი აქტივისტი დაიღუპა. მათ შორის ერთი 19 წლის თურქის წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე იყო.