პირველ კვარტალში ასეთი მკვეთრი ზრდა დადებითად არის შეფასებული.
რუსეთის ეკონომიკა 2.9 მეათედი პროცენტით სტაბილურად იზრდება 2010 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.
პირველ კვარტალში ასეთი მკვეთრი ზრდა დადებითად არის შეფასებული, განსაკუთრებით კი გასული წლის რეცესიის შემდეგ, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა 7.9 მეათედი პროცენტით შეამცირა.
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ენერგო რესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, ენერგო მატარებლებზე ფასების აწევამ ეკონომიკის წინსვლაში დიდი როლი ითამაშა.
ბლუმბერგის ფინანსური სააგენტოს ცნობით, ყოველთვის, როცა მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი ერთი დოლარით იმატებს, რუსეთს ბიუჯეტში დამატებით 2 მილიარდი დოლარი შესდის.