ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს 74 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს 74 ადამიანი დაიღუპა

გუნდების თაყვანისმცემლები ფეხბურთელებთან მოედანზე ჩავიდნენ და ერთმანეთის ცემა დაიწყეს.

ეგვიპტის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით, სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვისაც პორტ საიდში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

ძალადობრივ აქტს, რომელიც ფეხბურთის მატჩის დროს მოხდა 74 ადამაინის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

გევიპტის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ინციდენტში ჩართულია ეგვიპტის წამყვანი საფეხბურთო კლუბების გუნდები და მომხდარის გამო ქვეყნის უსაფრთხოებას არანაირი საშიშროება არ ემუქრება.

ეგვიპტის შიანაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უშიშროების სამსახურებმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 47 ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიება გრძელდება და სავარაუდოდ კიდევ არაერთ თვითმხილველს დაკითხავენ.

ძალადობრივი დაპირისპირება საფეხბურთო მოედანზე მას მერე დაიწყო, რაც გუნდების თაყვანისმცემლები ფეხბურთელებთან ჩავიდნენ და ერთმანეთის ცემა დაიწყეს.

ოფიციალური განცხადებით, მსხვერპლის უმეტესობა ჭყლეტვის შედეგად გარდაიცვალა.