ბაღდადში ტერაქტებს 63 კაცი შეეწირა

ბაღდადში ტერაქტებს 63 კაცი შეეწირა

ბაღდადში სულ მცირე 12 აფეთქებას ჰქონდა ადგილი. ძირითადად შიითებით დასახლებულ უბნებში. დაუზუსტებელი მონაცემებით დაუღუპა 62, ხოლო დაიჭრა 200-ზე მეტი კაცი.ამა წლის მაისის შემდეგ ეს ყველაზე დიდი სისხლისღვრაა ბაღდადში. ეს აფეთქებები იმ დღეს მოხდა, როდესაც იმ 57-ი ადამიანის დაკრძალვის ცერემონია მოეწყო, რომელიც ისლამისტი მეამბოხეების მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარზე თავდასხმისას დაიღუპა. მეამბოხეებმა ეკლესიიდა 100-ზე მეტი კაცი აიყვანეს მძევლად. თავდასხმისათვის პასუხისმგებლობა იკისრა აყაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ "ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ."