ბირმაში მიწისძვრას 70 ადამიანი ემსხვერპლა

ბირმაში მიწისძვრას 70 ადამიანი ემსხვერპლა

ბირმის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს მომხდარი მიწისძვრის დროს, სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა.

ეპიცენტრი ბირმის ჩრდილეოთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ტაილანდის საზღვართან, ქალაქ ჩანგ რაიში მოხდა.

ბირმის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 390 სახლი, 14 მონასტერი და 9 სამთავრობო შენობაა დანგრეული.