ჩრდილოეთ კორეას დახმარება შეუწყდა

ამერიკა ცდილობს ფხენიანს რაკეტის გაშვება გადააფიქრებინოს

შეერთებული შტატების განცხადებით ჩრდილოეთ კორეას საკვები პროდუქტით დახმარება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ფხენიანმა მომავალ თვეში სარაკეტო პროგრამების განახლება გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ კორეის განცხადებით სატელიტის გაშვება მშვიდობიან ხასიათს ატარებს, ამერიკას და დანარჩენ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ მას ბალისტიკური სარაკეტო სისტემების ტექნოლოგიათა განვითარება აქვს გადაწყვეტილი.

ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ აზიის და წყნარი ოკეანიის საკითხებში პიტერ ლავოიმ კონგრესის მოსმენებზე განაცხადა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შეერთებული შტატები ცდილობს ჩრდილოეთ კორეას რაკეტის გაშვება გადააფიქრებინოს, რადგან ეს გადაწყვეტილება ფხენიანის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ამას გარდა ის დარტყმის ქვეშ აყენებს ამერიკის მიერ ქვეყნისთვის სურსათით დახმარების პროგრამებს.

"იძულებული გავხდით ჩრდილოეთ კორეისთვის სურსათით დახმარება შეგვეწყვიტა. არ ვართ დარწმუნებული მონიტორინგის მექანიზმებში, რომელიც იმის განარანტია იქნებოდა, რომ დახმარება მართლაც მოშიმშილე მოსახლეობას მიეწოდება, და არა მმართველ ელიტას" - განაცხადა თვდაცვის მდივნის თანაშემწემ.