კოალიციურმა ძალებმა 30 მეამბოხე გაანადგურეს

კოალიციურმა ძალებმა 30 მეამბოხე გაანადგურეს

თავდასხმა პაკტიკას პროვინციაში პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა.

ავღანეთში ნატოს სამხედროების განცხადებით, კოალიციურმა ძალებმა 30 მეამბოხე გაანადგურეს, რომლებმაც ნატოს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში.

თავდასხმა პაკტიკას პროვინციაში პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, მოჯახედებმა სამხდრო ბაზას ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნენს ცეცხლი.

კოალიციურმა ძალებმა კი სამხედრო ავიაცია გამოიძახეს მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად. ნატოს მტკიცებით, ამ ბრძოლაში კოალიციური ძალების მხოლოდ ხუთი ჯარისკაცი დაიჭრა.