ზედიზედ სამი ნაღმი აფეთქდა ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქ მუმბაიში.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 21, ხოლო დაიჭრა 141 კაცი. აფეთქებები 20 წუთიანი ინტერვალებით განხორციელდა ქალაქის ხალხმრავალ უბნებში საღამოს პიკის საათის დროს. აფეთქებისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა თუმც ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებსი თანახმად ეს კოორდინირებული ტერორისტული აქტები იყო.