ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს პროკურატურაში დაკითხვა ჩაუტარეს ფულის მითვისებისა და საპროტესტო აქციებსი მონაწილეთა დახოცვის ბრალდებებზე.
როგორც პროკუტურამ განაცხადა ჰოსნი მუბარაკის გარდა პროკურატურაში გამოძახებული არიან მისი ვაჟიშვილები გამალი და ალაა. მანამდე ჰოსნი მუბარაკმა განაცხადა, რომ ზემოთხსენებული ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა და მას უფლება აქვს დაიცვას მისი პირადი და მისი ოჯახის რეპუტაცია. როგორც მან თქვა იგი მზადაა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და რომ მას არ გააჩნია უცხოეთში საბანკო ანგარიშები ან დიდი ქონება. ამის პარალელურად პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ნაზიფი. მას კორუფციაში ედება ბრალი.