კაბულოვი ნატოს აკრიტიკებს

კაბულოვი ნატოს აკრიტიკებს

ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა ინტერ-ფაქსისადმი მიცემულ ინტევიუში ნატო გააკრიტიკა.

ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა ინტერ-ფაქსისადმი მიცემულ ინტევიუში ნატო გააკრიტიკა იმისათვის, რომ ეს ორგანიზაცია საკმარის ძალისხმევას არ მიმართავს, რათა დახმარება აღმოუჩინოს მოსკოვს ავღანეთიდან ნარკო-ტრეფიკინგის აღკვეთაში. როგორც მან აღნიშნა რუსეთი რეგულარულად ახდენს ამ ტრეფიკინგიდან ნარკოტიკების ამოღებას. მას მიაჩნია, რომ აშშ უფრო დაკავებულია მის საზღვრებზე კოლუმბიიდან კოკაინის და სინთეტური ნარკოტიკების შეტანის შეჩერებით, ვიდრე ჰეროინისა ავღანეთიდან. სტატისტიკური მონაცემებით რუსეთის დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე ჰეროინ და ოპიუმ დამოკიდებულია, რომლებიც ძირითადად ავღანეთიდან შედის რუსეთის ტერიტორიაზე.