ლიბიაში დაპირისპირება გრძელდება

ლიბიაში დაპირისპირება გრძელდება

ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის მომხრე შეიარაღებულმა ჯგუფებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა დარტყმა მიიტანეს ტრიპოლის გარშემო განლაგებულ კადაფის მოწინააღმდეგეებზე.

ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის მომხრე შეიარაღებულმა ჯგუფებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა დარტყმა მიიტანეს ტრიპოლის გარშემო განლაგებულ კადაფის მოწინააღმდეგეებზე. კადაფი არეულობისათვის ბრალს სდებს ოსამა ბინ ლადენს. სისხლისღვრას ჰქონდა ადგილი ქალაქ ზავიაში. როგორც უცხოეთში გადახვეწილმა ლიბიელებმა თქვეს კადაფის ერთგულმა სამხედროებმა ავტომატებიდან გაუხსნეს ცეცხლი მეჩეთს, რომელსც სანადირო თოფებით შეიარაღებულმა მეამბოხეებმა შეაფარეს თავი. სამხედროებმა საზენიტო დანადგარი გამოიყენეს, რათა მეჩეთის მინარეთი დაენგრიათ. გაზეთ ქუინას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე 23 კაცი დაიღუპა.