ერაყში თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქი რამადი სუნიტ მუსლიმთა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პუნქტია.

თავდასხმა მოხდა ქალაქ რამადში მდებარე ერაყის სამთავრობო უსაფრთხოების შენაერთზე. ოფიციალურ პირთა განცხადებით, რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შენაერთის შესასვლელთან აიფეთქა. სულ ცოტა 3 პოლიციელი დაიღუპა და 14 დაიჭრა.

აფეთქებების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების დანარჩენ წევრებს პოლიციის და ანტიტერორისტული ორგანიზაციის შენაერთში მიმავალი გზა გაეხსნათ. დილით დაწყებული დაპირისპირება დღეს შუადღემდე გაგრძელდა.

ქალაქი რამადი სუნიტ მუსლიმთა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პუნქტია. ადგილობრივი სუნიტები 2003 წლამდე ალყაიდასთან იყვნენ დაკავშირებულნი. შეერთებული შტატების ინტერვენციის შემდეგ კი, ამერიკელებს შეეკრნენ და დღემდე რეგიონში სტაბილურობის დამყარების მთავარ გარანტს წარმოადგენენ.