კამერონი მოსკოვს ჩაფრინდა

კამერონი მოსკოვს ჩაფრინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დეივიდ კამერონი მოსკოვში იმყოფება, რაც 6 წლის განმავლობაში ბრიტანეთის ლიდერის პირველი ვიზიტია რუსეთში.

კამერონის ვიზიტის მიზანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. ურთიიერთობა ამ ორ სახელმწიფოს შორის 2006 წელს დაიძაბა, კერძოდ მას შემდეგ რაც ლონდონში რადიაქტიული ნივთიერებით მოწამვლისაგან რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო დაიღუპა. რუსეთი დღემდე უარს ეუბნება ბრიტანეთს ანდრეი ლუგოვოის ექსტრადიციაზე, რომელიც ეჭვმიტანილია ლიტვინენკოს მკვლელობაში. დღეს კამერონი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ხვდება. შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად კამერონი ლუგოვოის საკითხსაც შეეხება. ამას გარდა ქემრონი რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინსაც უნდა შეხვდეს.