თავდასხმა ავღანეთში

დაუდგენელმა პირმა დღეს დილით არსალა რაჰმანის ავტომანქანიდან გაუხსნა ცეცხლი.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებულმა პირმა ავღანეთის სამშვიდობო საბჭოს უხუცესი წევრი მოკლა.

დაუდგენელმა პირმა დღეს დილით არსალა რაჰმანის ავტომანქანიდან გაუხსნა ცეცხლი. რაჰმანი ადრე თალიბანის მთავრობაში მუშაობდა და განათლების მინისტრისს მოადგილის პოსტი ეკავა. შემდეგ კი პრეზიდენტ კარზაის მიერ შექმნილი სამშვიდობო საბჭოს წევრი გახდა, რაც მიზნად უკვე ათწლიანი ომის დასრულებას ისახავდა მიზნად.

თალიბანმა თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.