ავღანეთში წყალდიდობაა

მაშველები ცდილობენ სტიქიური უბედურების ზონაში შეაღწიონ, თუმცა ჩახერგილი გზები ამის საშუალებას არ იძლვეა.

წყალდიდობამ ჩრდილოეთ ავღანეთში სოფლები წალეკა, რასაც მინიმუმ 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ტაჰარის გამგებლის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ იშკამიშის პროვინციაში სოფლები დატბორა. 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

მაშველები ცდილობენ სტიქიური უბედურების ზონაში შეაღწიონ, თუმცა ჩახერგილი გზები ამის საშუალებას არ იძლვეა.