სირიაში აფეთქებებია

ინციდენტზე პასუხსუმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

სირიაში დღეს მძლავრი აფეთქება განხორციელდა, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. მომხდარ ფაქტზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამკვირვებლო ჯგუფი მონიტორინგს აგრძელებს.

აფეთქება სირიის ჩრდილოეთის მხარე მდებარე ქალაქ ალეპოში მას შემდეგ მოხდა, რაც ავტობუსმა მსუბუქ ავტომობილს ჩაუარა.

ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. სირიის ხელისუფლება მომხდარში ანტი-სამთავრობო, ე.წ. ტერორისტულ ჯგუფებს ადანაშაულებს.