სანამ ალ-ყაიდას ქსელი საბოლოოდ არ დაიშლება, შეერთებული შტატები ტერორისტული საფრთხის საშიშროების ქვეშ კვლავ იქნება.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის ალ-ყაიდას საბოლოო განადგურების თაობაზე, თუმცა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ, ალ-ყაიდა საგრძნობლად შეასუსტა.
შეერთებული შტატების სადაზვერვი სამსახურის ოფიცერმა რობერტ კარდიელომ ასევე ანალოგიური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქიმიური, ბიოლოგიური, ატომური თუ რადიოლოგიური იარაღის მეშვეობით, თავდასხმების მოწყობის ფაქტებმა ქვეყანაში შესამჩნევად იკლო.
მიუხედავად იმისა, სანამ ალ-ყაიდას ქსელი საბოლოოდ არ დაიშლება, შეერთებული შტატები ტერორისტული საფრთხის საშიშროების ქვეშ კვლავ იქნება.