ავღანეთში მეამბოხეები დააპატიმრეს

გასულ კვირას ქაბულის ის რაიონები, სადაც უცხოეთის ქვეყნების საელჩოებია განთავსებული ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა.

ავღანეთის უშიშეროების ძალებმა ხუთი მეამბოხე დაატყვევეს, რომლებიც ქაბულში ათი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

ეროვნული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის შაფიქულა ტაჰირის განცხადებით, ტერაქტის განხორციელების შემთხვევაში უზარმაზარი მსხვერპლი იყო მოსალოდნელი. დაკავებულთა შორის სამი პაკისტანელი და ორი ავღანელია.

გასულ კვირას ქაბულის ის რაიონები, სადაც უცხოეთის ქვეყნების საელჩოებია განთავსებული ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა.

ავღანეთის ხელისუფლებამ ამ თავდასხმაში თალიბების მოკავშირე ჰაკანის დაჯგუფება დაადანაშაულა.