ქვეყნის დედაქალაქში შაბათს დღის განმავლობაში შედარებითი სიმშვიდე სუფევდა.
გვინეა ბისაუს პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები საგანგებო შეხვედრას მართავენ, რომელზეც ერთობლივი დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ, შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ხუთშაბათის შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ მოიცვა. შეიარაღებული გადატრიალების გამო, გვინეა ბისაუს პრეზიდენტი რაიმუნდო პერეირა და პრემიერ-მინისტრი კარლოს ჯუნიორი სამხედრო პირებმა დაატყვევეს.
ქვეყნის დედაქალაქში შაბათს დღის განმავლობაში შედარებითი სიმშვიდე სუფევდა. ადგილობრივი მედიის მუშაობა კვლავ შეწყვეტილია და დაპატიმრებული ლიდერების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. გვინეა ბისაუში 29 აპრილს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება.