პარასკევს ტურისტულ ქალაქ ვირჯინია-ბიჩში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.;
მაშველი რაზმები ვირჯინიის შტატში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობას ახლახან მორჩნენ. პარასკევს ტურისტულ ქალაქ ვირჯინია-ბიჩში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა.
პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. ერთ-ერთი მათგანი სტუდენტი იყო, მეორე კი ინსტრუქტორი. ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე შენობა დაინგრა. სულ 40-მდე ბინაა დამწვარი ან ჩამონგრეული. 7 დაშავებულიდან, რომლებიც მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, 6 უკვე გამოწერეს.
ვირჯინიის შტატის გუბერნატორი ბობ მაკდონელი ამბობს, რომ ადამიანთა გადარჩენა მსგავს სიტუაციაში დიდი სასწაულია. სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიციალური წარმომადგენელი ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.