ბუტის ადვოკატი განაჩენის გასამართლებას და საჭიროების შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკულ სასამართლოს „პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღებაში ადანაშაულებს. რუსული სამხედრო იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტს შეერთებული შტატების სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი რუსი დილერი კოლუმბიელ ამბოხებულებთან მიმდინარე სავაჭრო გარიგების გამო ტაილანდში აიყვანეს. ვიქტორ ბუტი კოლუმბიაში სარაკეტო დანადგარების გაყიდვას ცდილობდა.
დამნაშავე სასამართლო პროცესზე გაჰყვიროდა, რომ ის ჩვეულებრივი ბიზნესმენია და მისთვის წაყენებული ბრალეულობა უკანონოა. ბუტის ადვოკატი განაჩენის გასამართლებას და საჭიროების შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.