თავდასხმა თალიბთა ერთ-ერთი წევრის მიერ განხორციელდა.
ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში 9 პოლიციელი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა ჰაიაკის რაიონში ხუთშაბათს მოხდა. დანაშაულში 2 ადამიანია ეჭვმიტანილი.
აღნიშნულ ფაქტზე თალიბებმა პასუხისმგებლობა აიღეს. მათი განცხადებით, თავდასხმა თალიბთა ერთ-ერთი წევრის მიერ განხორციელდა.
ამასთანავე, ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ნატოს ორი სამხედრო თანამშრომელიც მოკლეს. ერთ-ერთი მათგანი დღეს დილით ყუმბარის აფეთქებისას გარდაიცვალა.