ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა დღეს ინდოეთის დედაქალაქში მე-4 ყოველწლიური სამიტი დაასრულეს.
მსოფლიოს ხუთი ყველაზე მეტად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელსაც "ბრიქსის" ჯგუფს უწოდებენ, მოლაპარაკებებს განვითარების ერთობლივი ბანკის დაფუძნების შესახებ აწარმოებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, მანმოჰან სინგჰის, განცხადებით „ბრიქსის“ ქვეყნები ახალი საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურის დაარსებასთან ახლოს არიან. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა დღეს ინდოეთის დედაქალაქში მე-4 ყოველწლიური სამიტი დაასრულეს.
ერთობლივი საკრედიტო ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისთვის ინვესტიციების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სპეციალისტების აზრით ეს ფაქტი მათთვის იმითაც არის საგულისხმო, რომ ბანკის საშუალებით დასავლურ ფინანსურ ორგანიზაციებზე მათი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.