ტერაქტი ერაყში

ტერაქტი ერაყში

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას აუღია.

სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა და 26-ზე მეტი დაიჭრა ერაყში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო. ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ბაღდადის პოლიციის აკადემიის შენობასთან ააფეთქა.

ერაყის დედაქალაქში, დღეს დილით მომხდარ ტერორისტულ აქტში დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა პოლიციის ახალწვეულები, კადეტები ან ოფიცრები არიან. აფეთქებამ შედარებითი მშვიდობის ხანმოკლე პერიოდი დაარღვია. გასულ თვეში შიიტ მუსლიმთა დაკრძალვზე მომხდარ ბოლო აფეთქებას 13 ადამიანი შეეწირა.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას აუღია. გასულ თვეში ერაყის და შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სუნიტი მუსლიმების ექსტრემისტული ჯგუფი, ალ-ყაიდა, რომლისთვისაც თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მანქანების აფეთქება ჩვეული ტაქტიკაა, ერაყის უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.