სავარაუდოდ ეს „აკ-ჟოლის“ პრო-ბიზნესის ოპოზიციური პარტია იქნება.
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დემოკრატიული წარმომადგენლობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოდნავ გაუმჯობესდება.
წინა პარლამენტში ყველა მანდატს პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის „ნურ ოტანის“ პარტია ფლობდა. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კი მეორე ადგილზე გასული პარტია მანდატებს 7-პროცენტიანი ზღვრის გადაულახავადაც შეძლებს. სავარაუდოდ ეს „აკ-ჟოლის“ პრო-ბიზნესის ოპოზიციური პარტია იქნება.
71 წლის ნაზარბაევი ყაზახეთში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის უკანასკნელი 21 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის დამხობის და ყაზახეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.