სანტორუმი წინასაარჩევნო ბრძოლას ნიუ ჰემფშირში გააგრძელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა რიკ სანტორუმმა გეზი ნიუ ჰემფშირისაკენ აიღო.
პენსილვანიის ყოფილი სენატორი, სულ ცოტა ხნის წინ აიოვაში გამართულ კოკუსში, მის მოწინააღმდეგე მით რომნისთან 8 ხმით დამარცხდა.
ახლა ბატონი სანტორუმი წინასაარჩევნო ბრძოლას ნიუ ჰემფშირში გააგრძელებს.
მოგვიანებით კი, რესპუბლიკური პარტიიდან დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატები სამხრეთ კაროლინის შტატში გადაინაცვლებენ.