მიშელ ბაქმანი, რიკ პერი, ნიუტ გინგრიჩი - ეს სამეული რესპუბლიკური პარტიის მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატების ნომინანტთა სიაში შევიდა.
მიუხედავად ამისა, პოპულარობა რესპუბლიკური პარტიის სულ სხვა კანდიდატს ერგო. ეს რიკ სანტორუმია .იგი გამორჩეული მეუღლე, მოსიყვარულე მამა, განათლებული და მაღალი სულიერი ღირებულების მქონე ადამიანია.
აღნიშნული ამონარიდი „იუთუბზე“ განთავსებული რიკ სანტორუმის წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლიდანაა.
53 წლის ყოფილ სენატორს პენსილვანიის შტატიდან გულშემატკივართა დიდი რაოდენობა ჰყავს. მას სენატორის პოსტი 16 წლის განმავლობაში ეკავა. ის კათოლიკე ქრისტიანი და ექვსი შვილის მამაა.
„რწმენა ჩემთვის ოჯახის სიწმინდის დაცვისა და თავისუფლების ღირებულების ქონის საშუალებაა. ამის თაობაზე ავღნიშნე კიდეც, რომ რწმენა, მყარი ოჯახური იდილიისა და თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია “- განაცხადა ბატონმა სანტორუმმა.
საპრეზიდენტო კანდიდატისათვის მიუღებელია აბორტი და ასევე ჰომესექსუალიზმის არსებობა. სანტორუმის კონსერვატიული შეხედულებები ევანგელისტური ეკლესიის უამრავ მრევლს ხიბლავს.
ჯეიმს ლინდსლი, ვაშინგტონში არსებული საგარეო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელია, რომელიც ყურადღებას საშინაო პოლიტიკაზე ამახვილებს:
„საგულისხმოა, რომ აიოვას შტატი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრ სოციალ-კონსერვატიულ და ევანგელისტურ ამომრჩეველთა რაოდენობით გამოირჩევა. ზოგიერთი მათგანი შეერთებული შტატებისა და ისრაელის ურთიერთობის საკითხსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.“
დეკემბერში ამ საკითხს სანტორუმის საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობის დროს, გარკვეული ყურადღებაც დაეთმო:
„ისრაელს უფლება აქვს იცოდეს, თუ რა ხდება მის მიწა-წყალზე. და როგორც მთელი ისრაელის ტერიტორია ისე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიც ისრაელის მიწაზე მდებარეობს “-აღნიშნა რიკ სანტორუმმა.
სანტორუმმა ასევე დასძინა, რომ იგი ირანის ტერიტორიაზე განთავსებულ ატომურ ნაგებობეზეც მიიტანდა იერიშს.
მიუხედავად სანტორუმის პოპულარობისა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ექსპერტმა მისი წინასაარჩევნო პროცესში გამარჯვება ეჭვის ქვეშ დააყენა.
სტეფან შმიტი აიოვას უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების პროფესორია:
„ვფიქრობ რიკ სანტორუმს არ შეუძლია საბოლოო გამარჯვების მოპოვება. მას არც ბევრი ფული აქვს და არც იმის საშუალება რომ სხვადასხვა ადგილას აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია.“
თუმცა სანტორუმს, წინასაარჩევნო პროცესში, რესპუბლიკური პარტიის გამოკვეთილი ლიდერის სტატუსი მაინც ერგო;
იაოვაში მიღწეული წარმატება, კანდიდატებს დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვაში დაეხმარა.