ახალი ხელშეკრულება

ახალი ხელშეკრულება

მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო კორპორაციას ლოკიდ მარტინმა როელმაც 2 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტი მოიგო.

აშშ-ისა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს რაკეტსაწინაღო სისტემის სპარსეთის ყურის ქვეყნებში განლაგების შეთანხმებას.

პარასკევს პენტაგონის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო კორპორაციას ლოკიდ მარტინს, როელმაც 2 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტი მოიგო, არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგება და მხარდაჭერა დაევალა.

ხელშეკრულების თანახმად ლოკიდ მარტინი რეგიონში დაამონტაჟებს საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ ტერმინალს, მათ შორის რადარსა და გადამჭერს.

ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ფონზე, ობამას ადმისიტრაციის სამხედრო თავდაცვის პროექტის ნაწილია ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მოკავშირე ქვეყნებში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგება.