ბირთვული ხომალდი მურმანსკის ნავსადგურში იმყოფება.
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მეხანძრეებმა საბოლოოდ შეძლეს ჩრდილოეთ რუსეთის ნავსადგურში ბირთვულ წყალქვეშა ნავზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, გემიდან რადიაციის გაჟონვა არ მომხდარა.
ხელისუფლების განცხადებით, ეპიკაჟის წევრებმა წყალქვეშა გემზე ტემპერატურის დონე შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ბირთვული დანადგარები სრულ წესრიგშია. წყალქვეშა ნავზე სახელად „ეკატერინბურგზე“ ხანძარი გუშინ გაჩნდა. ბირთვული ხომალდი მურმანსკის ნავსადგურში იმყოფება.
ხელისუფლების ცნობით, ხანძარი გემის ხით ნაშენი ნაწილიდან დაიწყო. ხანძრის დროს ეკიპაჟმა ბირთვული რეაქტორის სრული გათიშვა მოახერხა. ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. მათ შორის რამდენიმე მეხანძრე.