პუტინი ამომრჩეველებს დაპირებებს აძლევს

პუტინი ამომრჩეველებს დაპირებებს აძლევს

ექსპერტები თვლიან, რომ პოსტს კვლავ ყოფილი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, დაიბრუნებს და ის რუსეთის ხელისუფლების სათავეში მთელი 24 წლის განმავლობაში იქნება.

რუსეთის პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღად 4 მარტს ასახელებს.

ექსპერტები თვლიან, რომ პოსტს კვლავ ყოფილი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, დაიბრუნებს და ის რუსეთის ხელისუფლების სათავეში მთელი 24 წლის განმავლობაში იქნება. - კიდევ უფრო დიდხანს, ვიდრე ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც საბჭოთა კავშირს 17 წელიწადი მართავდა.

რუსეთის მედიაში კარიკატურები გამოჩნდა, რომლებშიც მოხუცებულ პუტინს ბრეჟნევის სტილის მედლებით დახუნძლული ფორმა აცვია. რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ მართალია ხალხში უკვე ბრეჟნევის ე.წ. „შენელების“ ერასთან ავლებენ პარალელს, მაგრამ ის და მედვედევი უფრო ჭკვიანები და ენერგიულები არიან, ვიდრე საბჭოთა პერიოდის ლიდერები.

პუტინი ამომრჩევლებს პირდება, რომ ის მუშაობას ჩვეული კურსით გააგრძელებს და რუსულ პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებს ადგილი აღარ ექნება.