მეზობლად მდებარე სოფელ პოტისკუმში ბანდიტებმა ორი ადამიანი მოკლეს.
წითელი ჯვრის განცხადებით, 63 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დამატურუს დაბომბვის შედეგად.
პარასკევ ღამეს ქალაქში შეიარაღებული ბანდები შეიჭრნენ და პოლიციის შენობებს, ეკლესიებს და ბანკს დაესხნენ თავს. ძლიერი სროლა მთელი ღამის და დილის განმავლობაში გრძელდებოდა.
მეზობლად მდებარე სოფელ პოტისკუმში ბანდიტებმა ორი ადამიანი მოკლეს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა ადგილობრივები ისლამისტურ სექტას „ბოკო ჰარამს“ ადანაშაულებენ, რომელიც ნიგერიის ჩრდილოეთში ამგვარი თავდასხმებით გამოირჩევა.