სირიაში კვლავ მსხვერპლია

სირიაში კვლავ მსხვერპლია

სირიაში ამერიკელი დიპლომატების შეურაცხყოფას კლინტონმა გაუმართლებელი უწოდა

სირიელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰომსის პროვინციაში, ტერორისტული ოპერაციისას 7 ჯარისკაცი და პოლიციელები დაიღუპნენ.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოპერაცია ქალაქ რასტანში განხორციელდა. ორმხრივი ბრძოლებისას დაიჭრა რამდენიმე ჯარისკაცი.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გუშინ სირიის ხელისუფლებას მოუწოდა დაიცვას უცხოელი დიპლომატების უსაფრთხოება. ამერიკის უმაღლესი დიპლომატს მხედველობაშ ჰქონდა გუშინდელი ინციდენტი, რომლის დროსაც სირიის მთავრობის მხარდამჭერები თავს დაესხნენ დამასკოში ამერიკის ელჩის რობერტ ფორდის ესკორტს. სირიაში ამერიკელი დიპლომატების შეურაცხყოფას კლინტონმა გაუმართლებელი უწოდა და ასადის ხელისუფლებას მოუწოდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო ვალდებულებები დიპლომატებისა და მათი დიპლომატიური ქონების დასაცავად.