ევროკავშირში უთანხმოებაა

ევროკავშირში უთანხმოებაა

შენგენის ზონის ქვეყნებში სახელწიფო საზღვრები არ არსებობს.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ შენგენის ზონის გაფართოების შესახებ, რომელშიც 25 ქვეყანა შედის. შენგენის ზონის ქვეყნებში სახელწიფო საზღვრები არ არსებობს.

უთანხმოება ამ ზონაში ევროკავშირის ქვეყნების ბულგარეთის და რუმინეთის შესაძლო გაწევრიანებამ გამოიწვია. ამ ქვეყნებს ბევრი მხრდამჭერი ჰყავთ ევროპაში, მაგრამ ჰოლანდია და ფინეთი თვლიან, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ აღიარებულ სტანდარტებს, რადგან საკმარის ყურადღებას არ აქცევენ კორუფციასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლას.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რუმინეთის და ბულგარეთის საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის შენგენის და ევროკავშირის წევრი 22 სახელმწიფოს თანხმობაა აუცილებელი. რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანდნენ.