ტერაქტი პაკისტანში

ტერაქტი პაკისტანში

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ადამიანების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

სასტუმროსთან ბომბის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ბალუჯისტანის პროვინციაში, ქალაქ დერა ალაჰ იარში მოხდა. სასტუმროს ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი, ამდენად ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულტა ადამიანების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ჯერჯერობით შეტევაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. აღნიშნული ქალაქი ბალუჯისტანის მთავარ ქალაქ კვეტადან 300 კილომეტრში მდებარეობს. იმავე პროვინციაში ქალაქ ხუზდარში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლა.