მაროკოში დემონსტრაციებს ელიან

მაროკოში დემონსტრაციებს ელიან

მაროკოშო დღეს დემონსტრაციების დაწყებაა მოსალოდნელი. ქვეყნის რეფორმისტთა ჯგუფი აცხადებს, რომ თუ მეფე მუჰამედის მიერ ხალხისთვის შეთავაზებული რეფორმების პაკეტი სამეფო ოჯახის ძალაუფლებას არ შეამცირებს, ქვეყანაში ანტი-სამთავრობო პროტესტები დაიწყება.

მაროკოს 20 თებერვლის მოძრაობა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგება, აცხადებს, რომ მონარქიის მიერ შემუშავებული რეფორმები არასრულია, რადგანაც ისინი ძალაუფლების გაყოფას ვერ უზრუნველყოფს. 20 თებერვლის მოძრაობა პირობას დებს, რომ დემონსტრაციებს მშვიდობიანი ხასიათი ექნება.

პარასკევს მეფე მუჰამედმა განაცხადა, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე საკუთარ ძალაუფლებას შეამცირებს და პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის პასუხისმგებლობებს გაზრდის.