საუდის არაბეთის დედაქალაქში "სტრატეგიული ფორუმი" იმართება, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესწრება. ფორუმის მონაწილე ქვეყნების უმთავრესი თემები სირიაში მიმდინარე ძალადობის შეწყვეტა და ირანული საფრთხის შეჩერებაა. დღეს კი თურქეთში "სირიის მეგობარი" ქვეყნების კონფერენცია იხსნება, სადაც 60 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციის მიზანი სირიის ოპოზიციისთვის დახმარების აღმოჩენაა. კონფერენციას "სტრაგეტიული ფორუმის"მონაწილეებიც დასეწრებიან.