დღეს იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის წლისთავს აღნიშნავენ, რის შედეგადაც ქვეყნის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მწვავე კრიზისი დადგა. ოფიციალური ცერემონია ტოკიოში გაიმართება, სადაც სიტყვას წარმოთქვამენ პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდა და იმპერატორი აკიჰიტო. ადგილობრივი დროით 2:46 -ზე ტოკიოში ყველანაირი მოძრაობა შეჩერდება და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. შარშან, 11 მარტს, იაპონიაში 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რამაც დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. სტიქიას 20 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.