ნიგერიაში გაფიცვა გრძელდება

ნიგერიაში გაფიცვა გრძელდება

ნიგერიის პროფკავშირები და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ

ნიგერიის მთავრობამ და პროფკავშირების ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, რომელიც ქვეყანაში ერთკვირიან გაფიცვას დაასრულებს და ნავთობის დაცემულ წარმოებას კვლავ გააძლიერებს. ნიგერიის პროფკავშირების ლიდერები შაბათს ქვეყნის პრეზიდენტს გუდლაქ ჯონათანს და მთავრობის სხვა ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მთავობა კვლავ უარს აცხადებს საწვავის წარმოების სუბსიდირებაზე. ახალი კანონი, ძალაში 1 იანვარს შევიდა, რის შემდეგაც ქვეყნის უმსხვილესმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ გაფიცვა გამოაცხადა.