სირიაში შეტაკებები გრძელდება

სირიაში შეტაკებები გრძელდება

შაბათს ასადის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებისას 21 ადამიანი დაიღუპა

სირიელი აქტივისტების განცხადებით შაბათს 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ბრიტანეთში მოქმედმა სირიის უფლებათადაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია. მათი თქმით შეტაკებების უმეტესი ნაწილი ქალაქ ჰომსში და იდლიბის პროვინციაში მოხდა. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ასადის ათასობით მომხრე დამასკოში ტერაქტის დროს გარდაცვლილი 26 ადამიანის დაკრძალვაზე შეიკრიბა.