ინციდენტი ავღანეთში

ინციდენტი ავღანეთში

ინციდენტს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანეთის არმიის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ნატოს ჯარისკაცებს ბაღლანის პროვინციაში. ამ ინციდენტის შედეგად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

საპასუხო ცეცხლით ნატოს ჯარისკაცებმა თავდამსხმელის დაჭრა მოახერხეს. ნატო არ ახმოვანებს დაღუპული ჯარისკაცის ეროვნებას, მაგრამ როგორც ცნობილია ავღანეთის ჩრდილოეთში გერმანელი ჯარისკაცები მსახურობენ.

ამასობაში ქალაქ ხოსტში კამიკაძემ პოლიციის განყოფილების მახლობლად მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა. ამ თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.