ექს-პრეზიდენტის ქვრივი ნენსი რეიგანი მეუღლის საფლავს კალიფორნიის ქალაქ სიმი ველიში გვირგვინით შეამკობს.
დღეს შეერთებულ შტატებში ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის დაბადების 100 წლისთავი აღინიშნება.
დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. ექს-პრეზიდენტის ქვრივი ნენსი რეიგანი მეუღლის საფლავს კალიფორნიის ქალაქ სიმი ველიში გვირგვინით შეამკობს.
ამავდროულად ამერიკული ავიამზიდ "რონალდ რეიგანიდან" სამხედრო გამანადგურებელი აფრინდება.
რონალდ რეიგანი 2004 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ათი წლის მანძილზე ალცჰეიმერით იყო დაავადებული.