ტრაგედია პაკისტანში

ტრაგედია პაკისტანში

პაკისტანში ძალზე ხშირია მსგავსი ავარიები.

პაკისტანის სამხრეთში ავტობუსი ნავთობის ტანკერს შეეჯახა. ამ ინციდენტის შედეგად 32 ადამიანი მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

მოწმეების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებმა რამდენჯერმე სთხოვეს მას ავტობუსის გაჩერება დასვენების მიზნით.

პაკისტანში ძალზე ხშირია მსგავსი ავარიები ცუდი გზების, ავტომობილების გაუმართაობის და მძღოლების მიერ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დარღვევის გამო.