ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქაბულში ორმა კამიკაძემ ავღანეთის არმიის ჯარისკაცებზე მიიტანა იერიში.
ერთერთმა ტერორისტმა ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი ააფეთქა, რომლის დროსაც სულ ცოტა ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.
კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ყუნდუზის პროვინციაში, სადაც თალიბებმა ავღანეთის არმიის კიდევ ხუთი სამხედრო მოსამსახურე გამოასალმეს სიცოცხლეს.