ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაათვალიერა მეტროს სადგური ოქტიაბრსკაია, სადაც გუშინ საღამოს ტერაქტი განხორციელდა.
ლუკაშენკოს ვარაუდით ტერაქტი გარეშე ძალების ნახელავია, რომელთაც სურთ ძირი გამოუთხარონ ბელორუსს. როგორც მან აღნიშნა არ არის გამორიცხული, რომ გუშინდელი ტერაქტი დაკავშირებული იყოს იმ აფეთქებასთან, რომელიც 2008 წელს ერთ-ერთ როკ კონცერტზე განხორციელდა მინსკში. გენერალური პროკურორის მოადგილემ ანდრეი შვედმა მეტროს აფეთქებას ტერორისტული აქტის კლასიფიცირება მიანიჭა. თუმც ჯერ-ჯერობბით არ არის ცნობილი თუ კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ეს ტერაქტი. უკანასკნელი მონაცემებით დაიღუპა 11, ხოლო დაიჭრა 126 კაცი.