„დაგეგმილი პროვოკაცია“

ისრაელი პოზიციებს არ ცვლის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განცხადება გაავრცელა. მან მაისის თვეში ღაზას სექტორისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიას „დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა. მისი თქმით, ისრაელის მთავრობის პასუხი ამ პროვოკაციაზე ძალადობის წარმოქმნის მზარდმა საფრთხემ განაპირობა. თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ამის შესახებ იერუსალიმში ისრაელის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. ამ კომისიაში ისრაელის მხრიდან ხუთი და ასევე ორი საერთაშორისო დამკვირვებელი მონაწილეობს. ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ის ფლოტილიაზე განხორციელებულ რეიდზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. ერთი დღით ადრე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე კომენტარი გააკეთა ფლოტილიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე. პრემიერმა ისრაელის სამხედრო ქმედება გაამართლა.