პაკისტანში კატასტროფული წყალდიდობის შედეგად 13 მილიონი ადამიანია დაზარალებული. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მთლიანად დატბორილია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი, მდინარე ინდუს გარშემო მდებარე სინდხის პროვინცია. ჯერჯერობით, ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 1600 ადამიანია დაღუპული. ათი ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა , თუმცა სტიქიის ზონაში კვლავ დარჩა ხალხი, რომლებიც წყალდიდობასთან ბრძოლას განაგრძობენ და იცავენ თავიანთ სახლებს შესაძლო მოროდიორობისგან. პაკისტანის ხელისუფლება ვერტმფრენების საშუალებით ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. თუმცა, თავსხმა წვიმები ვერტმფრენების მუშაობას მნიშვნელოვნად აფერხებს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სტიქიასთან ბრძოლა პაკისტანის ხელისუფლების შესაძლებლობას აღემატება.
წყალდიდობას 1600 ადამიანი შეეწირა