ჯგუფის წევრების ტყვიებით დაცხრილული სხეულები ბადახშანში აღმოაჩინეს.
ავღანეთში თალიბებმა სიკვდილით დასაჯეს ქრისტიანული ორგანიზაციის 10 წევრი, მათ შორის 6 ამერიკელი, ბრიტანეთის და გერმანიის მოქალაქეები.
საერთაშორისო შემწეობის მისიის დირექტორის დირკ ფრანსის განცხადებით, ამ ორგანიზაციის მედიკოსთა ჯგუფი ნურისტანიდან ქაბულში აპირებდა დაბრუნებას.
ჯგუფის წევრების ტყვიებით დაცხრილული სხეულები ბადახშანში აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე უსაფრთხო რაიონად ითვლებოდა.
თალიბების განცხადებით, ისინი ქრისტიანული პროზელიტიზმის გამო დაისაჯნენ.