პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში იორდანიის მეფე მიიღო
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში იორდანიის მეფე მიიღო. ისინი არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს განიხილავენ. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს ასევე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მეფე აბდულა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში წამყვან როლს ასრულებს. იორდანიის ხელისუფლების განცხადებით, ის აპირებს შეხვედრის დროს პალესტინის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს შექმნის საკითხიც დააყენოს. მეფე აბდულას ვიზიტიდან სამ დღეში პრეზიდენტი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.